ჩვენს შესახებ ბლოგი

როგორ ზრდის ბრენდირებული შეფუთვა გაყიდვებს?

ძველი მომხმარებლების შენარჩუნება და ახლების მოზიდვა ნებისმიერი კომპანიისთვის მუდმივი გამოწვევაა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამხელა ძალისხმევას ხარჯავთ თითოეული ახალი მომხმარებლის მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის! ეს დამღლელი და შრომატევადი პროცესია. სწორედ ამიტომ, წარმატებული კომპანიები მხოლოდ პროდუქციის გაყიდვაზე კი არ ფიქრობენ, არამედ აქტიურად არიან ჩართულნი გაყიდვის შემდგომ პროცესებშიც. მოდით დავფიქრდეთ, რა ხდება მას შემდეგ, რაც თქვენი პროდუქტი უკვე გაიყიდა? იქნებ სწორედ აქ იმალება გამოსავალი?

როდესაც მომხმარებელი პირველად იღებს თქვენს პროდუქტს ხელში, პირველ რიგში მისი შეფუთვა ხვდება თვალში. შეფუთვიდან გამომდინარე, მას უკვე ექმნება გარკვეული წარმოდგენა თქვენი ბრენდის შესახებ. რამდენად მოსახერხებელია პროდუქტის ხელში დაჭერა? რამდენად სასიამოვნოა შეფუთვა ვიზუალურად? ეს თითქოს უმნიშვნელო დეტალები, სინამდვილეში მომხმარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს.

შეფუთვა მხოლოდ პროდუქტის დაცვის საშუალება არ არის, ის თქვენი ბრენდის სახეა. ბრენდირებული შეფუთვა კი ერთ-ერთი საშუალებაა, რათა თქვენი პროდუქტი მომხმარებლებისთვის ადვილად დასამახსოვრებელი გახდეს.

ამ ბლოგში გაეცნობით, როგორ შეიძლება ბრენდირებული შეფუთვა თქვენი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად აქციოთ.

პროფესიონალიზმისა და ხარისხის შეგრძნება

ხარისხიანი, ბრენდირებული შეფუთვა მომხმარებელს მომენტალურად აგრძნობინებს, რომ პროდუქტის მიღმა პროფესიონალთა გუნდი და საიმედო ბრენდი დგას. ეს ფაქტი კვლევებითაც დასტურდება: Technomic-ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა 65%-სთვის ბრენდირებული შეფუთვა სწორედ პროფესიონალიზმთან ასოცირდება.

პროდუქტის შეფუთვის ყოველი დეტალი - ფერების ჰარმონიული შეხამება, მასალის ხარისხი და მისი სასიამოვნო ტექსტურა, მომხმარებელს უქმნის განცდას, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა. სწორედ ეს დადებითი შეგრძნება იქცევა განმეორებითი შენაძენის ერთ-ერთ იმპულსად.

ბრენდი ხდება დასამახსოვრებელი

თქვენი ბრენდის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებს დიდი ხანი ახსოვდეთ. ამის მიღწევა ბევრი განსხვავებული ხერხით არის შესაძლებელი, მათ შორის პროდუქციის ბრენდირებული შეფუთვით გაყიდვით. WestRock-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ბრენდირებული შეფუთვა მომხმარებლის გონებაში 80%-ით უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე სტანდარტული, დაუბრენდავი შეფუთვა.

რატომ? თქვენს მომხმარებლებს დაუბრენდავი შეფუთვა თქვენს კონკურენტებთანაც უნახავთ, შეფუთვა თქვენი პერსონალური ბრენდირებით, კი სამყაროში უნიკალურია, რაც, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დასამახსოვრებელია, შესაბამისად მომხმარებლის გონებაში დიდხანს რჩება.

შეფუთვა, როგორც უფასო რეკლამა

დღეს, როდესაც სოციალური ქსელები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, პროდუქტის შეფუთვაც კი შეიძლება თქვენი ბრენდის რეკლამა გახდეს. Dotcom Distribution-ის 2021 წლის კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა 40% სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებს ვიზუალურად მიმზიდველი, ბრენდირებული შეფუთვების ფოტოებს.

ეს ნიშნავს, რომ მიმზიდველი შეფუთვის დიზაინით, მომხმარებლები თავად ხდებიან თქვენი ბრენდის უფასო რეკლამის გამავრცელებელნი. სოციალური ქსელების მეშვეობით გაზიარებული შეფუთვის ფოტოები ზრდის თქვენი ბრენდის ცნობადობას, იწვევს ინტერესს ახალ მომხმარებლებში და, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება გაყიდვებზე.

თუმცა, ბრენდირებული შეფუთვა მხოლოდ ონლაინ სივრცეში არ მუშაობს. როდესაც მომხმარებელი თქვენს პროდუქტს ბრენდირებული პარკით, ყუთით თუ სხვა შეფუთვით ატარებს, ის რეალურად თქვენთვის ხდება მოძრავი ბილბორდი, თქვენთვის სრულიად უფასო რეკლამა, რომელიც ქალაქის ქუჩებში დადის და თქვენს პოტენციურ კლიენტებს აცნობს თქვენს ბრენდს. ეს უხმო რეკლამა ხშირად ბევრად ეფექტურია, ვიდრე სტანდარტული ბანერები, რადგან ის რეალური მომხმარებლის ხელშია და სხვებს უჩვენებს, რომ თქვენს პროდუქტს უკვე ენდობიან.

განსაკუთრებით ეფექტურია ეს მაშინ, როდესაც მომხმარებელი მოძრაობს იმავე სივრცეებში, რომლებიც თქვენი ბიზნესისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია - თქვენი მაღაზიის, კაფის, რესტორნის ან სხვა ობიექტის გარშემო. წარმოიდგინეთ, რამდენი დაგიჯდებოდათ, რომ მარკეტინგულ სააგენტოს სთხოვოთ რეკლამის განთავსება იმავე ქუჩებზე, სადაც თქვენი პოტენციური კლიენტები გადაადგილდებიან. ბრენდირებული შეფუთვა კი ამავე შედეგს სრულიად უფასოდ და ბუნებრივად უზრუნველყოფს.

როგორ შევქმნათ ეფექტური დიზაინი შეფუთვისთვის?

ეფექტური შეფუთვის შექმნა არ გულისხმობს მხოლოდ ვიზუალურ მხარეს, ის მოიცავს თქვენი ბრენდის იდენტობის სწორად წარმოჩენას, პროდუქტის დაცვის ფუნქციას და მომხმარებლისთვის დადებითი ემოციის შექმნას. ამისთვის, გაითვალისწინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი:

მარტივი და ნათელი დიზაინი: შეფუთვის დიზაინი ადვილად აღქმადი უნდა იყოს. მომხმარებელმა ერთი შეხედვითვე უნდა შეძლოს ბრენდის ამოცნობა და პროდუქტის დანიშნულების გაგება.

ლოგოს მკაფიოობა: ლოგო შეფუთვის ცენტრალური ელემენტია და მისი კარგად გამოყოფა აუცილებელია. თქვენი ლოგო შეფუთვაზე კარგად უნდა ჩანდეს, რათა ეფექტურად დაამახსოვრდეს მომხმარებელს.

ფერებისა და სტილის შესაბამისობა: შეფუთვის ვიზუალური მხარე აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს თქვენი ბრენდის საერთო იმიჯსა და ღირებულებებს. სწორი ფერები და სტილი ხელს უწყობს ბრენდის ერთიანობის შეგრძნებას.

თუ ეფექტური შეფუთვის დიზაინის შექმნა თქვენთვის რთული ამოცანაა, ლიდერ პაკის გამოცდილი გუნდი გაგიწევთ კონსულტაციას და დაგეხმარებათ თქვენზე მორგებული შეფუთვის შემუშავებაში.

როგორ დავიწყოთ ბრენდირებული შეფუთვის გამოყენება?

თუ გსურთ თქვენი ბიზნესი გახადოთ კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და გაზარდოთ მომხმარებელთა ერთგულება, ბრენდირებული შეფუთვა საუკეთესო გამოსავალია.

ლიდერ პაკი გთავაზობთ მაღალი ხარისხის შესაფუთ მასალებს, რომელთა პერსონალიზაციაც შეგიძლიათ თქვენი ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე. ჩვენთან იპოვით ყუთებს, ქაღალდის ჩანთებსა და პარკებს, ჭიქებს და სხვა პროდუქციას, რომელიც თქვენს ბრენდს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის.

გაეცანით ჩვენს კატეგორიებს და დაგვიკავშირდით, რათა შევქმნათ თქვენთვის უნიკალური შეფუთვა!