ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ასობით ბრენდის რეკლამას ვხედავთ. ამის ნათელი მაგალითებია ბილბორდებზე და მაღაზიის ვიტრინებზე ნანახი რეკლამები, მაგრამ არსებობს რეკლამის უფრო „ფარული“ ფორმებიც, რომლებიც ნაკლებად გვღლის და ხშირად უფრო ეფექტიანად მოქმედებს.
მაღაზიაში თუ რამეს შეიძენთ, ქუჩაში ყავას თუ დააგემოვნებთ, ან თუნდაც ონლაინ შეკვეთას გააკეთებთ, ძალიან დიდი ალბათობით თქვენს ხელში აღმოჩნდება ბრენდირებული შეფუთვა. ეს შეიძლება იყოს ბრენდირებული მუყაოს ყუთი, ქაღალდის ჭიქა თუ ნებისმიერი სხვა ტიპის შეფუთვა. ეს შემთხვევითი არ არის. წარმატებული კომპანიები ამ ხერხს ხშირად მიმართავენ, რადგან კარგად იციან, რომ მომხმარებელს თავი ყველა შესაძლებლობით უნდა შეახსენონ. ისინი აცნობიერებენ, რომ ბრენდი მომხმარებელს მუდმივად თვალში უნდა ხვდებოდეს, რათა მეხსიერებაში უფრო დიდხანს დარჩეს. ეს სტრატეგია რეალურად მუშაობს და სწორედ ამიტომ მას პრაქტიკულად ყველა წარმატებული კომპანია იყენებს.
მაგრამ მთავარი კითხვაა: როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი ბიზნესიც მზად არის მსგავსი ნაბიჯისთვის? მოდით ერთად განვიხილოთ ნიშნები, რომლებიც ნათლად გაჩვენებთ, რომ დროა ბრენდირებული შეფუთვა შესთავაზოთ თქვენს მომხმარებლებს.
ბიზნესის ზრდას, რა თქმა უნდა, თქვენც უნდა აუბათ მხარი და შესაბამისი ცვლილებები შემოიტანოთ. ერთ-ერთი ასეთი ცვლილება შეიძლება იყოს უკეთესი, გამორჩეული შეფუთვის შემოღება.
ბრენდირებული შეფუთვა, რა თქმა უნდა, დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ დასაწყისისთვის შეიძლება ამ ხარჯის თავიდან აცილება ამჯობინოთ. მაგრამ როგორც კი შეამჩნევთ, რომ შეკვეთები რეგულარული ხდება და ბიზნესი სტაბილურად იზრდება, სწორედ მაშინ დგება დრო, როცა ბრენდირებულ შეფუთვაზეც უნდა დაიწყოთ ფიქრი.
ზრდა ყოველთვის არ ნიშნავს დიდი ქსელის შექმნას. ის შეიძლება დაიწყოს ერთი მაღაზიიდანაც ან კვების ობიექტიდან, სადაც ყოველდღიურად უფრო მეტი მომხმარებელი ბრუნდება. თუ უკვე ხედავთ, რომ თქვენი პროდუქტი ნელ-ნელა უფრო ფართო აუდიტორიამდე აღწევს, მაშინ დროა ვიზუალურ იდენტობაზეც იზრუნოთ.
ბრენდირებული შეფუთვა ის ნაბიჯია, რომელიც თქვენს ბიზნესს ინდივიდუალობას შესძენს და მომხმარებლის თვალში უფრო სერიოზულ და საიმედო კომპანიად წარმოგაჩენთ.
თუ თქვენს პროდუქტს ან სერვისს უკვე ჰყავს ერთგული მომხმარებლები, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენმა ბრენდმა მათში ნდობა და სიმპათია მოიპოვა. მაგრამ ამ ურთიერთობის გამყარება მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტით ან მომსახურებით არ არის საკმარისი, აუცილებელია ეს პოზიტიური შეგრძნებები ვიზუალურადაც გადმოსცეთ.
წარმოიდგინეთ საკონდიტრო, რომელმაც მოახერხა და გაიჩინა ერთგული მომხმარებლები. თუ ტკბილეული გამორჩეულ, ბრენდირებულ ყუთშია მოთავსებული, მომხმარებელს არა მხოლოდ ტორტი მიაქვს სტუმრად, არამედ ამ ბრენდის ნაწილიც. მომხმარებელი სტუმრად არა მხოლოდ ტკბილეულით მიდის, არამედ რეკომენდაციით, რომ “ეს არის ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ”. წარმოიდგინეთ რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია ხსენებულ საკონდიტროს - მან კარგი შთაბეჭდილება უნდა დატოვოს, რადგანაც უკვე რეკომენდაციას უწევენ.
ასეთ შემთხვევაში ბრენდი თითქოს უხმოდ „ესაუბრება“ ახალ ადამიანებს. შეფუთვა მათთვის პირველი შთაბეჭდილებაა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად დესერტის გემო. სწორედ ამიტომ, როდესაც ერთგული მომხმარებელი თქვენს პროდუქციას სხვას უზიარებს, ბრენდირებული შეფუთვა იმ მომენტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს და თქვენს ბიზნესს ახალ კლიენტებთან აკავშირებს. ამიტომ, თუ უკვე გყავთ ერთგული მომხმარებლები, ბრენდირებული შეფუთვა აღარ არის უბრალოდ ესთეტიკური არჩევანი. ეს არის სტრატეგიული იარაღი, რომელიც თქვენი კლიენტების ნდობას გარდაქმნის მათივე რეკომენდაციად და თქვენს ბიზნესს ბუნებრივად მოუყვანს ახალ მომხმარებლებს. თქვენ თუ ამ ეტაპს უკვე მიაღწიეთ, მაგრამ მაინც სტანდარტულ, არაფრით გამორჩეულ შეფუთვას იყენებთ, იცოდეთ, რომ კარგავთ ყველაზე ბუნებრივ და ძლიერ რეკლამას, რომელიც თქვენს ხელშია.
ბიზნესის ზრდასთან ერთად მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტი აღარ არის საკმარისი. კონკურენტებიც კარგად ამზადებენ, ყიდიან და აწვდიან. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა: რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა თქვენი პროდუქტი და არა სხვისი?
თუ ამ კითხვას უკვე სვამთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ნიშანია, რომ თქვენი ბიზნესი მზად არის ბრენდირებული შეფუთვისთვის. შეფუთვა ამ კითხვაზე არა მხოლოდ პასუხს იძლევა, არამედ მომხმარებლის თვალში თქვენს ბიზნესს განსაკუთრებულად წარმოაჩენს.
წარმოიდგინეთ ორი ერთნაირი პროდუქტი — ერთი ჩვეულებრივ, სტანდარტულ ყუთშია, მეორე კი გამორჩეულ, ბრენდირებულ შეფუთვაში. რომელს უფრო დაიმახსოვრებს მომხმარებელი? და რომელი გახდება ის ბრენდი, რომელსაც განმეორებით შეიძენენ?
თქვენი ბრენდი მხოლოდ ლოგოთი არ შემოიფარგლება, ის თქვენს მომხმარებლებში გარკვეულ შეგრძნებას ტოვებს. მაგალითად, მაკდონალდსი მხოლოდ ლოგო და ოქროსფერი თაღები როდია. როცა ამ ბრენდზე ფიქრობთ, ხშირად მხიარულება, ბავშვობის მოგონებები და მეგობრებთან გატარებული დრო გახსენდებათ. ფერადი შეფუთვა და ხალისიანი მესიჯები სწორედ ამ ემოციას აძლიერებს.
ახლა დაფიქრდით - თქვენი კომპანია როგორ ემოციებს აღძრავს მომხმარებლებში?
• თუ სწრაფი მიტანის სერვისი გაქვთ და სისწრაფით გამოირჩევით, შეფუთვამ უნდა გადასცეს „ყოველთვის დროულად“ განცდა.
• თუ თქვენი კაფე მეგობრულ გარემოს ქმნის, შეფუთვა შეიძლება ასახავდეს სითბოსა და სახლურობას.
• თუ თქვენი პროდუქტი პრემიუმ ხარისხისაა, შეფუთვა უნდა წარმოაჩენდეს ელეგანტურობასა და განსაკუთრებულობას.
თუ უკვე ხედავთ, რომ თქვენი ბრენდი მომხმარებლებში კონკრეტულ ემოციას ტოვებს, ეს არის ნიშანი, რომ დროა ეს ემოცია შეფუთვაშიც აისახოს. ასე მომხმარებელი თქვენს პროდუქტს მხოლოდ საჭიროების გამო კი არ იყიდის, არამედ იმიტომაც, რომ ეს გამოცდილება მისთვის სასიამოვნოა.
ბრენდირებული შეფუთვა მხოლოდ ლამაზი დეტალი არ არის — ეს არის სტრატეგიული იარაღი, რომელიც თქვენს პროდუქტს ინდივიდუალობას ანიჭებს, მომხმარებლებში ნდობას აძლიერებს და თქვენს ბრენდს კონკურენტებისგან აშორებს.
• თქვენი ბიზნესი სტაბილურად იზრდება და შეკვეთები რეგულარული ხდება
• გყავთ ერთგული მომხმარებლები, რომლებიც თქვენს პროდუქტს სხვას უზიარებენ
• უკვე ფიქრობთ, როგორ გამოირჩეოდეთ კონკურენტებისგან
• გსურთ, რომ თქვენი პროდუქტი ემოციას ტოვებდეს
თუ ამ პუნქტებიდან ორს მაინც ეთანხმებით, დროა ბრენდირებული შეფუთვა თქვენი ბიზნესის ბუნებრივი ნაწილი გახდეს!
დაგვიკავშირდით ლიდერ პაკის გუნდს, რათა ერთად მოვახდინოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები თქვენს მომხმარებლებზე. ერთად შევქმნათ ბრენდირებული მუყაოს ყუთები, ქაღალდის პარკები და სხვა შესაფუთი მასალები თქვენი ბრენდირებით.