როდესაც საქმე ბრენდირებულ შეფუთვას ეხება, ყველას უნდა, რომ ყუთი, პარკი თუ სხვა ტიპის შეფუთვა მხოლოდ პროდუქტის დამცავი კი არა, ბრენდის ისტორიის მთხრობელიც იყოს. ამის უკან დგას მნიშვნელოვანი კითხვა: რომელი ბეჭდვის მეთოდი მოუხდება ყველაზე მეტად თქვენს პროდუქტს?
დღეს შესაფუთი მასალების ბეჭდვისას ყველაზე ხშირად გამოიყენება სამი ძირითადი მეთოდი: ოფსეტური ბეჭდვა, ფლექსოგრაფია და შოლკოგრაფია. თითოეულს თავისი ძლიერი და სუსტი მხარე აქვს, რომელთაც ამ ბლოგში განვიხილავთ.
ოფსეტური ბეჭდვა არის კლასიკური არჩევანი ბრენდებისთვის, რომელთაც სურთ პრემიუმ იერი შექმნა და დიდ ყურადღებას აქცევენ დეტალებს. ამ ტიპის ბეჭდვის დროს ნებისმიერი ტიპის ანაბეჭდი გადატანა არის შესაძლებელი. ძირითადად გამოიყენება მუყაოს ყუთებზე მუშაობისას. ბეჭდვის სპეციფიკიდან გამომდინარე ყუთს ანაბეჭდი ემატება დამატებით ფენად, რის შედეგადაც მუყაოს ყუთი უფრო მტკიცე და მყარი ხდება.
უპირატესობები:
• ნებისმიერი სირთულის ანაბეჭდის დაბეჭდვა;
• ფერების ფართო სპექტრი და მაღალი სიზუსტე;
• იდეალურია, როცა შეფუთვა არა მხოლოდ პროდუქტის დაცვაა, არამედ ბრენდის იმიჯის ნაწილი.
შეზღუდვები:
• შედარებით მაღალი ღირებულება.
საუკეთესო არჩევანია: ბრენდირებული საცალო ყუთები, სასაჩუქრე ან საპრეზენტაციო შეფუთვები, კატალოგები და პრემიუმ პროდუქციის პაკეტები.
ფლექსოგრაფიული ბეჭდვა განსაკუთრებით პრაქტიკულია, როდესაც საჭიროა დიდი რაოდენობის წარმოება. ამ ტიპის ბეჭდვისას გამოიყენება მოხერხებული ბეჭდვის ფორმები, რის წყალობითაც შესაძლებელია სწრაფი და ეკონომიური წარმოება. ყველაზე ხშირად გამოიყენება ქაღალდის პარკებსა და სხვადასხვა ტიპის მუყაოს ყუთებზე.
უპირატესობები:
• დაბალი ერთეულის ფასი დიდი ტირაჟის შემთხვევაში;
• დასამზადებელია საბეჭდი კლიშე, რომელიც ერთჯერადი დამატებითი ხარჯია;
• სწრაფი და ეფექტიანი წარმოების პროცესი.
შეზღუდვები:
• შედარებით ნაკლები დეტალიზაცია დაბეჭდვისას. არ არის რეკომენდირებული ბევრი ფერის ან რთული ელემენტების გამოყენება.
საუკეთესო არჩევანია: დიდი ტირაჟის ქაღალდის პარკების და მუყაოს ყუთების წარმოების შემთხვევაში.
შოლკოგრაფიით ბეჭდვა განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როდესაც საჭიროა შედარებით მცირე ტირაჟის პროდუქციის დამზადება. ამ მეთოდით შესაძლებელია ლოგოს, წარწერების ან კონკრეტული დიზაინ-ელემენტების მკვეთრი და მაღალი ხარისხის გამოყოფა.
უპირატესობები:
• მკვეთრი და გამძლე ანაბეჭდები;
• იდეალურია, როცა ბრენდს სურს პრემიუმ და ელეგანტური იმიჯის შექმნა;
• შედარებით მცირე რაოდენობის ბეჭდვის შესაძლებლობა.
შეზღუდვები:
• შედარებით მაღალი ხარჯი ერთეული პროდუქტის ბეჭდვისას;
• შეზღუდული ფერთა არჩევანი.
საუკეთესო არჩევანია პრემიუმ კატეგორიის მუყაოს ყუთების, ქაღალდის პარკების, სასაჩუქრე შეფუთვების, ლიმიტირებული სერიებისა და ბრენდირებული კოლექციებისთვის, სადაც გამორჩეული ვიზუალი გადამწყვეტია.
ბრენდირებული შეფუთვის ბეჭდვის მეთოდის არჩევა პირდაპირ დამოკიდებულია თქვენს მიზნებსა და პროდუქტის ტიპზე. თუ გსურთ მაქსიმალური დეტალიზაცია და პრემიუმ იერი, ოფსეტური ბეჭდვა საუკეთესო არჩევანია. მასობრივი წარმოებისთვის ეკონომიურობა და სისწრაფე თუ მნიშვნელოვანია, მაშინ ფლექსოგრაფია იქნება ოპტიმალური. ხოლო როცა გსურთ გამორჩეული ეფექტები, პრემიუმ კლასის შეფუთვა და შედარებით მცირე ტირაჟი შოლკოგრაფია ნამდვილად შეესაბამება თქვენს საჭიროებებს. ლიდერ პაკი გთავაზობთ ყველა ტიპის ბეჭდვის შესაძლებლობას - მუყაოს ყუთებზე, ქაღალდის პარკებსა და სხვა შესაფუთ მასალებზე.
დაგვიკავშირდით და ერთად შევქმნათ შეფუთვა, რომელიც თქვენს ბრენდს გამორჩეულს გახდის!